საერთაშორისო კონფერენცია “საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები” #GeoDem2017
უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე, დემოკრატიული განვითარების თვალსაზირისით, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. თუმცა, დემოკრატიზაციასა და ევროპეიზაციასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ აქტუალურია. ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად საქართველო უფრო მეტად კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემისაკენ მიისწრაფის. 2017 წლის 16 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ მხარდაჭერით უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას “საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები”, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხებს დაეთმო. კონფერენცია სამი პანელისგან შედგებოდა: პარტიული პოლიტიკა და დემოკრატიზაცია; პარლამენტარიზმი; და ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია.