ექსპერტთა გამოკითხვა

ექსპერტები ბოლოდროინდელ მოვლენებზე და რიგგარეშე არჩევნების შანსებზე

ექსპერტთა გამოკითხვა #15, ივლისი 2021

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 7-დან 17 ივლისის ჩათვლით რიგით მე-15 ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვებს ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ოცდაშვიდმა ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტმა უპასუხა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ საკვანძო პოლიტიკური მოვლენების შესახებ მათი მოსაზრებები იყოფა. პასუხები განსხვავდებოდა კითხვაზე, მიიღებს თუ არა ქართული ოცნება საკმარის ხმებს, რათა თავიდან აიცილოს რიგგარეშე არჩევნები, ასევე, არის თუ არა გიორგი გახარია თავის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე. მეორე მხრივ, რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა 2021 წლის 5 ივლისის ღირსების მარშის დროს მომხდარ ძალადობას მთავრობის პასუხისმგებლობად მიიჩნევს.  (more…)

...

ექსპერტები ქართული ოცნების მთავრობის პირველ 100 დღეს აფასებენ

ექსპერტთა გამოკითხვა #14, აპრილი 2021

წინამდებარე გამოკითხვა მომზადდა ანგარიშის „ქართული ოცნების მთავრობის პირველი 100 დღე: რეალობა და გამოწვევები“ ფარგლებში. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) გამოკითხა 27 ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი და მკვლევარი ანგარიშში განხილული საკითხების შესახებ. რესპონდენტები შეირჩნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის მიხედვით. კითხვარი მორგებულია ანგარიშის სტრუქტურაზე და მოიცავს ოთხ მთავარ ნაწილს: ეკონომიკური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და დემოკრატია და ადამიანის უფლებები. (more…)

...

ექსპერტები საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ უპირატესობას და მრავალპარტიულ პარლამენტს მოელიან

ექსპერტთა გამოკითხვა #13, ოქტომბერი 2020

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 14 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე ჩაატარა ექსპერტთა რიგით მე-13 გამოკითხვა. გამოკითხვის ფარგლებში 50-მა ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტმა უპასუხა კითხვებს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების უმრავლესობის აზრით, „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან შედარებით, მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. თუმცა, მოსალოდნელია უფრო მეტად მრავალპარტიული პარლამენტი. ექსპერტები, ასევე, თვლიან, რომ, Covid-19-ის შემთხვევების რაოდენობის ბოლოდროინდელი ზრდის მიუხედავად, არჩევნები არ უნდა გადაიდოს. (more…)

...

ექსპერტთა აზრით, მთავრობის ავტორიტეტი COVID-19-ის პირობებში გაიზარდა, თუმცა საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა

ექსპერტთა გამოკითხვა #12, ივნისი 2020

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 20 მაისიდან 4 ივნისამდე ჩაატარა ექსპერტთა რიგით მე-12 გამოკითხვა. გამოკითხვის ფარგლებში 52-მა ქართველმა და საერთაშორისო მკვლევარმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა უპასუხა კითხვებს COVID-19 პანდემიისა და პოლიტიკურ პროცესებზე მისი გავლენის შესახებ. შედეგები ადასტურებს ბოლო, 2020 წლის მარტში ჩატარებულ გამოკითხვაში გამოვლენილ ტენდენციებს. (more…)

...