2017 წლის არჩევნები: ნიდერლანდური ნავის რყევა

ფოტო: BBC

უკვე არსებობს საერთო კონსენსუსი იმათან დაკავშირებით, რომ ახალი მთავრობის ცენტრალური ნაწილი კონსერვატიულ-ლიბერალური პარტია VVD, ქრისტიან-დემოკატები და სოციალ-დემოკრატები D66 იქნება. საერთო ჯამში, ერთობლივად, მათ 150-დან 71 ადგილი ექნებათ პარლამენტში. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება მეოთხე პარტია კოალიციაში, ეს ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტში შესული კიდევ სამი პარტიიდან „ლეიბორისტული პარტია“ (PvdA) ნაკლებ სავარაუდოა, რამდენადაც ისინი ამ არჩევნებში მასიურად დამარცხდნენ და ამჯერად 38-ის ნაცვლად 9 ადგილით იქნებიან წარმოდგენილნი. ეს მარცხი, ეკონომიკური კრიზისის შემდეგ  ქვეყნის  ლიბერალებთან ერთად მართვის ერთგვარ საფასურად შეიძლება მივიჩნიოთ. სხვა კანდიდატები არიან ასევე: „ქრისტიანული კავშირი“ და“ მწვანე მემარცხენეები“, ეს უკანასკნელი კი, 14 ადგილით იქნება წარმოდგენილი.

თუმცა, როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს მთავრობა, ამას ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მაინც არ ექნება. მაგალითად, პრემიერ მინისტრმა რუტემ მტკიცედ დაიცვა ევროკავშირ-თურქეთის ლტოლვილების თემაზე მიღწეული შეთანხმება, რომელიც 2016 წელს ნიდერლანდების ევროკავშირის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნული ქვეყნის ძალისხმევით იქნა მიღწეული. იმისათვის, რომ აღნიშნული შეთანხმება კვლავ შენარჩუნდეს, ფორმალურად, ევროკავშირმა თურქეთთან მოლაპარაკებები – ასოცირების და უვიზო მიმოსვლაზე საკითხებზე – კვლავ უნდა გააგრძელოს. ეს კი, ერთგვარ შარადაზე ოდნავ უფრო უკეთესად გამოიყურება თურქეთის შიგნით მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით.

მსგავსი ტიპის შეთანხმება ლტოლვილებთან დაკავშირებით, ოღონდ ამჯერად უკვე აფრიკულ ქვეყნებთან მიმართებაში, რუტეს VVD პარტიის მიერ არის ხელშეწყობილი. VVD-ს ლიბერალი პარტნიორი D66, რომელიც ALDE-ს პარტიათა ოჯახის ნაწილია, ეწინააღმდეგება მსგავსი ტიპის შეთანხმებებს, რამდენადაც თვლის, რომ ისინი, ხშირ შემთხვევაში, წინააღმდეგობაში მოდის გაეროს ხელშეკრულებებთან და მორალთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც ბადებს. თუმცა, ამ შემთხვევაში საკითხავია ის, თავად D66-ს თუ შეუძლია ზემოთაღნიშნული პოლიტიკის შცვლა. D66 მიისწრაფის და ცდილობს, რომ მოხდეს ევროკავშირის დემოკრატიზაცია; გადასცეს მანდატები ბრიუსელს; ჩადოს ინვესტიცია ევროკავშირის მეზობლებთან ურთიერთობებში, თუმცა, ბევრი ახლა ეწინააღმდეგება მსგავსი ტიპის „ევროფილური“ ქმედებების განხორციელებას.

მიუხედავად ამისა, შესაძლოა, „ორსიჩქარიანი ევროპის“ შესახებ მოწოდებები ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკურ ისთაბლიშმენთშიც ვიხილოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზუსტად 20 წლის წინ, შემდგომში უკვე VVD-ს ლიდერმა – ფრიტს ბოლკეშტეინმა (ვილდერსის ყოფილმა დამსაქმებელმა), ამ იდეას პირველმა გაუწია პროპაგანდა. მიუხედავად იმისა, რომ D66 ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება აღნიშნულ იდეას, უკანასკნელი საარჩევნო პროგრამა და დოქტრინა მის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად არსებობას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობას, ამ მხრივ დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი – უკრაინა და საქართველო, ორივე შეუერთდება ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების რიცხვს და ასოცირების შეთახმებებსაც არ ემუქრება საფრთხე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ, ნიდერლანდების ქვედა პალატამ ხმა უკვე მისცა  უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. ეს კი მოხდა მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა რუტემ მოლაპარაკებები აწარმოა შეთანხმებაში დანართის გაკეთებაზე, იმ თემაზე რომელიც, ნიდერლანდელი სკეპტიკოსების შეშფოთებას იწვევდა. რაც შეეხება ზედა პალატას, იქ კენჭიყრის პროცედურა ჯერ არ გამართულა. ზედა პალატაში ხმის მიცემის პროცედურად მნიშვნელოვანი და ამასთანავე, ტაქტიკური საკითხია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვედა პალატაში კენჭისყრის დროს CDA-მ ხმა შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ CDA უკრაინის ასოცირების ხელშეკრულებას მხარს უჭერდა და მის რატიფიკაციაზე რეფერენდუმის გამართვასაც ეწინააღმდეგებოდა, უარის მიზეზად მათ საჯარო ურთიერთობების არგუმენტი მოიყვანეს. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაცია დიდი ალბათობით მოსალოდნელია. უფრო მეტიც, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ახალი მთავრობა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პოლიტიკას  შეცვლის.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკა ჩვეულ სტილში გაგრძელდება. დიდი ალბათობით ის იქნება: ევროკავშირსა და ნატოზე ორიენტირებული; თურქეთის და რუსეთის პოლიტიკური რეჟიმების მიმართ კრიტიკული; და ევროკავშირის პერიფერიებზე არსებული იმ ქვეყნების მიმართ მხარდაჭერისკენ მიმართული, რომელიც მასთან ინტეგრაციას და პარტნიორობას ესწრაფვის

Related Posts