2017 წლის არჩევნები: ნიდერლანდური ნავის რყევა
იელგერ გრონეველდი
ბორდის წევრი, საერთაშორისო უსაფრთხოების და თავდაცვის განყოფილება,
D66 ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, ნიდერლანდები
იქნება კი ნიდერლანდები დომინოს ის პირველი ქვა, რომელიც ევროპის არჩევნების სეზონზე პოპულიზმის გამო დაეცემა? გასულ კვირას სწორედ ეს იყო საერთაშორისო მედიის განხილვის ძირითადი საგანი, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ნიდერლანდებში არჩევნები, როგორც წესი, შედარებით მშვიდად და „მოსაწყენადაც“ კი მიმდინარეობს ხოლმე.
ბრიტანეთის ბრექსითის რეფერენდუმის და აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებში 2017 წელს დაგეგმილი არჩევნები შემდეგ კითხვას აჩენს: არის თუ არაე ვროკავშირის მომავალი საფრთხის ქვეშ? აღსანიშნავია, რომ სწორედ ნიდერნალდები იყო ის ქვეყანა, რომელმაც დიდ ბრიტანეთში განვითარებულ მოვლენებს წინ გაუსწრო და ჯერ კიდევ, 2016 წლის აპრილში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთახმების რატიფიცირებას რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირა. ეს ყოველივე კი ასოცირების შეთანხმების წინააღმდეგ წარმოებული ხანგრძლივი და ძლიერი პოპულისტური კამპანიის შემდეგი იყო, რომელიც ბრიტანეთში წარმოებულ ევროკავშირიდან გამოსვლის კამპანიის პარალელურად მიმდინარეობდა.
პრემიერ მინისტრმა მარკ რუთემ, კონსერვატიულ-ლიბერალური „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ (VVD) წარმომადგენელმა გამარჯვების შემდგომ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა „გზა არ დაუთმო პოპულიზმის მცდარ(ნეგაიურ) სახეობას.” მართლაც, პოპულიზმის „მცდარ სახეობაზე“ აქცენტის გაკეთება სწორია, რამდენადაც პოპულიზმის ფესვები ნიდერლანდების მეინსტიმულ პოლიტიკაში არსებობს. საინტერესოა, გავაანალიზოთ ის თუ რა მოხდა.
არსებობდა ვარაუდი, რომ ანტი-ისლამისტი და ევროკავშირის მოწინააღმდეგე პოპულისტი ლიდერი ხირთ ვილდერსი „პარტია თავისუფლებისთვის“-დან (PVV) მოიგებდა არჩევნებს, პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქციის მოპოვებით. PVV-ს გამარჯვება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას შესაძლებელს გახდიდა. აღნიშნულ მთავრობას კი ვილდერსი ედგებოდა სათავეში, როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრს. სწორედ ეს იყო ის პოსტი რომელსაც ვილდერსი ღიად ესწრაფვოდა. აღსანიშნავია, რომ ვილდერსი დაახლოებულია საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერ მარინ ლე პენთან, რომელიც აპრილის საპრეზიდენტო კამპანიაში იღებს მონაწილეობას.
თუმცა, ეს ვარაუდი არ გამართლდა. ვილდერსის PVV პარტიას თანდათანობით შეუსუსტდა პოზიცია, განსაკუთრებით მკაფიოდ კი ეს იანვრის გამოკითხვების შემდეგ გამოჩნდა. პოზიციის შესუსტება საჯარო დებატებში მისმა არ ყოფნამ და რამდენიმე შემთხვევაში, ნაკისრ ვალდებულებებზეც უარის თქმამ გამოიწვია. იანვრის შუა რიცხვების პრემიერ მინისტრმა რუტემ ტაქტიკური სხვლა განახორციელა და PVV-სთან ერთად ქვეყნის მართვის შესაძლებლობა ექსპლიციტურად გამორიცხა, მაშინ როცა აქამდე ის ამ შესაძლებლობის საკითხს ღიად ტოვებდა და მიიჩნევდა, როგორც „ძალიან საეჭვოს”. თუმცა, კი ცხადი იყო, რომ სწორედ რუტეს პარტია იქნებოდა ის კოალიციური პარტნიორი, რომელსაც თავად ვილდერსი აირჩევდა. როგორც ჩანს, ამის შემდგომ ბევრმა გაიაზრა, რომ ვილდერსისთვის ხმის მიცემა ამ ხმის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა, რამდენადაც PVV სხვა ყველა ძირითადმა პარტიამაც უარყო.
რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატებს (CDA), მათ ის ნიშა შეავსეს, რომელიც PVV-მ ცარიელი დატოვა საარჩევნო კამპანიის დრო. აიღო რა ნაციონალისტური დღის წესრიგი, CDA აქცენტს აკეთებდა ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვაზე, ახალგაზრდებისთვის სავალდებულო საჯარო სამსახურის აუცილებლობასა და სკოლაში ეროვნული ჰიმნის შესრულების მნიშვნელობაზე. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ქრისტიანული ღირებულებების და ნორმების მნიშვნელობას სოციალური პროგრესისა და თანასწორობის მიღწევაში. ეს კი შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ირონიული შეუსაბამობაა, რამდენადაც მე-20 საუკუნეში სწორედ CDA იყო ის პარტია, რომელიც აქტიურად ბლოკავდა ლიბერალური პროგრესის ყველა მცდელობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში, ნიდერლანდებსა და თურქეთს შორის არსებული დიპლომატიური უსიამოვნების ფონზე, CDA-მ ისიც კი განაცხადა, რომ ევროკავშირმა თურქეთთან ასოცირების შეთახმება უნდა გააუქმოს. აქ კი უკვე VVD-მ მოახდინა პოზიტიური შთაბეჭდილება ამომრჩეველზე. პრემიერ მინისტრმა ლიდერობა გამოამჟღავნა, თავის თავზე აიღო რა ინიციატივა – გადაედგა გარკვეული ნაბიჯები თურქეთის კაბინეტის იმ წევრებთან მიმართებაში, რომლებიც ნიდერლანდებში შესვლას ქვეყანაში არსებული ინსტრუქციების უგულებელყოფით ცდილობდნენ, რაც საბოლოოდ, პრემიერ მინისტრს და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა.
ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ამ კვირაში იწყება და პოტენციურ კოალიციურ პარტნიორებთან შეთანხმების და თანამშრომლობის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ტრადიციულად, ეს პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ 1970-იანი წლების დასაწყისის შემდეგ, მაშინ როცა 12-მა პარტიამ მოიპოვა პარლამენტში ადგილი, ამ უკანასკნელი არჩევნების შედეგებით წარმომადგენლობა ყველაზე მეტად ახლა არის ფრაგმენტირებული. იმისათვის, რომ შეიქმნას ისეთი მთავრობა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა გაუმაგრებს ზურგს, ამჯერად სულ მცირე ოთხი პარტიის მონაწილეობა არის საჭირო.