შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტი 2021

17-19 თებერვალს, შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტი 2021 ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა! წლევანდელი პროგრამის თემა იყო კონფლიქტები და გეოპოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში.

შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტი წარმოადგენს მაღალი დონის სასწავლო კურსს პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მომიჯნავე დარგების როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

3 დღიანი პროგრამა მოიცავდა ლექციებსა და ინტერაქციულ სემინარებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შესახებ – კერძოდ, განიხილეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ევროატლანტიკური პერსპექტივები და ამ პერსპექტივების აღქმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. მონაწილეები, ასევე, გაეცნენ იმ გამოწვევებს, რომლებსაც ცვალებადი საერთაშორისო კონტექსტი უქმნის რეგიონს. შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტის შერჩეულ სტუდენტებს ლექციებს უკითხავდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ცნობილი ექსპერტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

Related Posts