აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი – ხედვა საქართველოდან

2019 წლის ზაფხულში ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციები დაიწყო. ამ პროცესის საპასუხოდ ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე ხუთმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა, რომელიც აღწერს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს აღმოსავლეთის პარტნიორობა ისე, რომ მან მონაწილე ქვეყნების მოლოდინი გაამართლოს. (more…)

...

GIP-იმ თბილისის კვლევითი ინსტიტუტების ფორუმს უმასპინძლა 

2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) თბილისის კვლევითი ინსტიტუტების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის მიზანი იყო კვლევითი ინსტიტუტების როლის განხილვა ქართული დემოკრატიის მომავლის ფორმირებაში. აღნიშნულმა ფორუმმა საქართველოში რეგისტრირებულ (more…)

...

საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთს შორის გამოცდილების გაზიარების გზით ვიზალიბერალიზაციის ხელშეწყობა – GIP-ის, IPRE-ისა და ACGRC-ის ერთობლივი კონფერენცია ერევანში

25 ოქტომბერს ჩატარდა პროექტის – „საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთს შორის გამოცდილების გაზიარების გზით ვიზალიბერალიზაციის ხელშეწყობა“ – შემაჯამებელი კონფერენცია ერევანში, სასტუმრო ანი პლაზაში. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP, საქართველო), ევროპული პოლიტიკის და რეფორმის ინსტიტუტისა (IPRE, მოლდოვა) და გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის (ACGRC, სომხეთი) მიერ. (more…)

...

აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ: ერთობლივი ძალისხმევა უფრო ეფექტური პოლიტიკისთვის

16 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო თემატური სამუშაო ჯგუფების სესიასა და პლენარულ სხდომაში – აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ: ერთობლივი ძალისხმევა უფრო ეფექტური პოლიტიკისთვის”. ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის (IEP) მიერ, „ევროპეიზაცია პროცესებს მიღმა“ ინიციატივის ფარგლებში.

(more…)

...

GIP-იმ მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში – “საქართველო და ევროკავშირი – აღმოსავლეთის პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში“

10 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ მონაწილეობა მიიღო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში – საქართველო და ევროკავშირიაღმოსავლეთის პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში”, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. 

(more…)

...

საჯარო ლექცია და მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია – “შეზღუდულ სახელმწიფოებრიობასა და სადავო წესრიგს შორის: როგორ გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”

1 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), ჰორიზონტ 2020-ის პროექტ EU-LISTCO-ს ფარგლებში, უმასპინძლა საჯარო ლექციასა და მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიას –  „შეზღუდულ სახელმწიფოებრიობასა და სადავო წესრიგს შორის: როგორ გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. (more…)

...

GIP-იმ მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ საჯარო დისკუსიაში – “აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი – რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ?”

26 სექტემბერს, კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, საჯარო დისკუსია -„აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი – რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ?“ – გერმანიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა. (more…)

...

GIP-იმ პოლიტიკის დოკუმენტის – “ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პროგრესის შეფასება: საქართველო პრევენციული სტრატეგიის ძიებაში” – პრეზენტაცია გამართა

18 სექტემბერს  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ თათია დოლიძის ავტორობით მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის –“ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პროგრესის შეფასება: საქართველო პრევენციული სტრატეგიის ძიებაშიპრეზენტაცია გამართა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.

(more…)...

GIP-ისა და FES-ის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია პოპულიზმისა და პოლარიზაციის შესახებ

22 ივლისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა პოპულიზმი, პოლარიზაცია და მათი გავლენა არჩევნებზე საქართველოსა და ევროპაში.

(more…)...

“საქართველო-გერმანიის ურთიერთობები: პარტნიორობის მიმოხილვა” – პუბლიკაციის პრეზენტაცია და დისკუსია

18 ივლისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია და დისკუსია – “საქართველო-გერმანიის ურთიერთობები: პარტნიორობის მიმოხილვა” – გამართა, რომელსაც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი იყო, გერმანიის როლის გამოკვეთა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებში და მხარეებს შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების დაახლოების პროცესის ხელშეწყობა.

(more…)...

GIP-იმ შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტს უმასპინძლა

2019 წლის 8-13 ივლისს შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი სტუდენტები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. “საქართველო შავი ზღვის გაფართოებულ რეგიონში” – ასეთი იყო აკადემიური პროგრამის მთავარი თემა, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა, მაგალითად: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, შავი ზღვის რეგიონის გაყინული კონფლიქტები, ევროკავშირის შავის ზღვის პოლიტიკა, ეთნო-, გეო- და ბიოპოლიტიკური ასპექტები სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაში და სხვ.

(more…)...