„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა: გონივრული ბალანსის ძიებაში

ბიძინა ლებანიძე* 

2017 წლის თებერვალში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა „ქართული ოცნების“ მთავრობის საქმიანობის შესაფასებლად ოცდაათი ქართველი და უცხოელი პოლიტიკური მიმომხილველი გამოჰკითხა. ზოგადი უარყოფითი სურათის ფონზე, საგარეო პოლიტიკა ერთადერთი სფერო იყო, რომელშიც ექსპერტებმა საქართველოს მთავრობის საქმიანობა მეტწილად დადებითად შეაფასეს.[i] როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ქართველ და უცხოელ პოლიტიკურ მიმომხილველთა უმრავლესობა კმაყოფილია ქართული ოცნების მიერ წარმოებულ პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკით, რომელიც ცდილობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით დააბალანსოს.

Related Posts