საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) 2021
14 დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) საზოგადოებას “საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) წარუდგინა. ინდექსის პრეზენტაცია გაიმართა თბილისში, საქართველოს მმართველობისა და დემოკრატიზაციის პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით.
GGI-ის პრეზენტაციაზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარებმა ფართო საზოგადოებასა და ექსპერტთა წრეებს ინდექსის ძირითადი მიგნებები გააცნეს. ავტორებმა, ასევე, განიხილეს ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები კარგი მმართველობის გამოწვევების შესახებ საქართველოში. ღონისძიება მმართველობის ინდექსის პრეზენტაციის შემდგომ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ღია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა (👉 პროგრამა). (more…)
...პრეზენტაცია – “სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ”
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან ერთად (HBF) მოაწყო სტატიების სერიის პრეზენტაცია თემაზე – “სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ.” ნაშრომის ავტორები პროექტის, „გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში შეირჩნენ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილებების საკითხებზე დისკუსიის გაძლიერებასა და, ასევე, სამომავლო პოლიტიკური შესაძლებლობების განხილვას რეგიონს, გერმანიასა და ევროკავშირის დაინტერესებულ მხარეებს შორის. პროექტი „გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში“ გულისხმობდა აღნიშნულ რეგიონში არსებული ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების საკითხების შეფასებას. (more…)
...ონლაინ სემინარი “პოლარიზაციის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: შერეული ჩანაწერი”
7 დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, “ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტთან”, ასევე, “გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ანალიტიკურ ცენტრთან” ერთად გამართა ონლაინ სემინარი, სახელწოდებით “პოლარიზაციის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: შერეული ჩანაწერი.”
სემინარს ესწრებოდნენ ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მედია საშუალებები საქართველოდან, მოლდოვადან და სომხეთიდან. მათ განიხილეს პოლარიზაციის დაძლევის წარმატებული მაგალითები, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება დემოკრატიის მშენებლობის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. (more…)
...მომავალ ლიდერთა სკოლა ELS2022 გაიხსნა!
4-5 დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) 2022 გაიხსნა!
ELS2022 აერთიანებს ოცდახუთ აქტიურ, ცვლილებებზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, რომლებმაც შერჩევის საკმაოდ კონკურენტული ეტაპები გაიარეს. მათ მომავალი ექვსი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, მოწვეული ექსპერტებისგან მიიღონ ცოდნა მათთვის საინტერესო პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების შესახებ. მონაწილეები, ასევე, შეძლებენ ჩაერთონ არაფორმალურ დისკუსიებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, წარმოაჩინონ თავიანთი ხედვები და მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში. (more…)
...კონფერენცია EaP CSF-ის ყოველწლიური ასამბლეის ფარგლებში
2021 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტთან (IPRE) და ეკონომიკური კვლევისა და პოლიტიკის კონსულტაციის ინსტიტუტთან (IER) ერთად გამართა კონფერენცია სახელწოდებით – ”რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (CSO) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის პროცესში, ასოცირების ტრიო ქვეყნებში – საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.”
ღონისძიების მოდერატორი იყო ბ–ნი მაიკლ ემერსონი, ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS) უფროსი მკვლევარი.
კონფერენცია მიზნად ისახავდა წარმოედგინა ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი მკვლევარების მიერ შემუშავებული ერთობლივი ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. აღნიშნული ანგარიში ასახავს თუ როგორია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებში CSO-ების როლი DCFTA-ის განხორციელების პროცესში. (more…)
...GIP საერთაშორისო ფორუმზე “დემოკრატიის მომავალი”
19-20 ნოემბერს ვილნიუსმა ავტორიტატიზმისგან თავდაცვის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმმა შეკრიბა წამყვანი პოლიტიკოსები, ინტელექტუალები და დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა აქტივისტები. მათი მიზანი მსოფლიოში დემოკრატიის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების განხილვა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა იყო. ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიები და მიღებული დოკუმენტები ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო დემოკრატიის სამიტისთვის, რომელიც 2021 წლის 9-10 დეკემბერს გაიმართება.
დღეს მსოფლიოში დემოკრატია არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და დროთა განმავლობაში პრობლემები კიდევ უფრო რთულდება. ფორუმის მონაწილეებმა აღნიშნული საკითხები განიხილეს და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლებიც დღეს რადიკალური პოლიტიკური ძალების გააქტიურების კუთხით დგას. პოლიტიკური რადიკალიზმის გაძლიერება ხომ ეჭვქვეშ აყენებს ლიბერალურ დემოკრატიას. (more…)
...GIP-ის დირექტორი ნატოლინის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე
18 ნოემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ, როგორც მოწვეული სპიკერმა, მონაწილეობა მიიღო ნატოლინის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გამართულ რიგით მესამე ღონისძიებაში – “პოსტ-კოლონიალურობა ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოში: რაღაც ძველი, რაღაც ახალი.” ღონისძიება გაიმართა ნატოლინში, ევროპის კოლეჯის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის კათედრის ორგანიზებით. (more…)
...ექსპერტთა დახურული შეხვედრა საქართველოში DCFTA-ის განხორციელების შესახებ
2021 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით ექსპერტებთან ერთად გაიმართა დახურული პრეზენტაცია. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ანგარიშის სამუშაო ვერსიას, რომელიც აფასებს სამოქალაქო საზოგადოების როლს ევროკავშირთან საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში. ქართველი მკვლევარების მიერ შექმნილი სამუშაო დოკუმენტი საქართველოს გამოცდილების შესახებ, არის ნაწილი იმ ერთობლივი ანგარიშისა, რომელიც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ქვეყნების პროგრესის შეფასების საფუძველზე ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდება. ექსპერტების მიერ მოწოდებული კომენტარები ჩართული იქნება ანგარიშის საბოლოო ვერსიაში. (more…)
...სასწავლო ვიზიტი ბერლინში #GEOYOUTH2021
9-13 ნოემბერს, #GEOYOUTH2021 პროექტის ფარგლებში, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ორგანიზებითა და გერმანული ორგანიზაცია Polis180-ის მხარდაჭერით, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებისათვის სასწავლო ვიზიტი ბერლინში შედგა.
დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი იყო გერმანიის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. აქტიური დისკუსიის ძირითადი თემა იყო ახალგაზრდების წახალისება და მათი ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა. (more…)
...GIP-ის ახალი პროგრამა კოალიციები და კონსენსუსის პოლიტიკა: გაკვეთილები ლიეტუვადან და სკოლა პარტიული პოლიტიკის შესახებ
ოთხ-ხუთ ნოემბერს ლიეტუვის საელჩოს მხარდაჭერითა და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ორგანიზებით ორდღიანი ღონისძიება გაიმართა. თავდაპირველად მოეწყო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია – „სამთავრობო კოალიციები და კონსენსუსის პოლიტიკა: გაკვეთილები ლიეტუვადან“, შემდეგ კი პარტიული პოლიტიკის სკოლის შემოდგომის სესია ჩატარდა. შეხვედრები გაიმართა პროექტის „კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. (more…)
...არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით
ვეხმიანებით 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მიმდინარეობას. მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში ჩატარებული საარჩევნო რეფორმა საქართველოში მაღალი დემოკრატიული ხარისხის არჩევნების ჩატარების საშუალებას გვაძლევდა, სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის არასაკმარისმა პოლიტიკურმა ნებამ დაგვაკარგვინა ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.
ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოვლენილი დარღვევები ცალსახად ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, (more…)
...საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: მრავალფეროვნება, პოზიციების თანაკვეთა და თავისუფალი სივრცეები

ძირითადი მიგნებები:
...ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ
📍 19 ოქტომბერს, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზაბულ ონლაინ ბრიფინგზე ქართულ მედიას წარუდგინა დოკუმენტი სახელწოდებით, “აღმოსავლეთ პარტნიორობა „უდასავლეთობის მიღმა“: ევროინტეგრაციის ახალი იმპულსი.”
🟣 პოლიტიკის მემორანდუმი, რომელიც ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტართა პოლიტიკურ მრჩეველ, რამუნას სტატიონისთან ერთად შეადგინა, ხაზს უსვამს, რომ ბლოკის სრულ წევრობამდე საჭიროა გარდამავალი სტატუსის შემოღება. ევროპარლამენტარის თქმით, აღნიშნული სტატუსი ასოცირებული ტრიოს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ქვეყნებისთვის ძლიერი მოტივაცია და რეალურად მიღწევადი მიზანი იქნება. (more…)
...მესამე და მეოთხე სამუშაო თემატური ჯგუფების (WGs) 2021-2022 შეხვედრა
📌 საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით 16-17 ოქტომბერს გაიმართა მესამე და მეოთხე თემატურ სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრა თემებზე – ახალგაზრდების როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და ახალგაზრდების დასაქმება.
“მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) აქტიური კურსდამთავრებულებსაგან შემდგარი მესამე ჯგუფი განიხილავს ახალგაზრდების შესაძლებლობებს, ჰქონდეთ მეტი გავლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. ჯგუფის მენტორია ლევან ცუცქირიძე აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი. (more…)
...ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელმა იმსჯელეს
2021 წლის 11 ოქტომბერს, 13:00 საათზე (თბილისის დროით, GMT+4) საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტთან (IPRE) და ეკონომიკური კვლევისა და პოლიტიკის კონსულტაციის ინსტიტუტთან ერთად (IER) მოაწყო დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავიანთ როლს მცირე და საშუალო ბიზნესის ინფორმირებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ. (more…)
...