საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები: „სარტყელისა და გზის“ გეოპოლიტიკა
ჯოსეფ ლარსენი
ჩინეთი საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესს იჩენს. თანამშრომლობა ძირითადად ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობებით შემოიფარგლება. თუმცა, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის კონტექსტში რეგიონში ჩინეთის ჩართულობას შესაძლოა გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს.
დოკუმენტში განხილულია საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები და წარმოდგენილია ინფორმაცია „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისა და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ. ამასთან, დოკუმენტი მიმოიხილავს ჩინეთის ჩართულობის შედეგად საქართველოს სტრატეგიული პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობას. დასკვნის სახით, საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენილია რეკომენდაციები „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთთან ურთიერთობისას მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.