რანგირებული ხმის მიცემის სისტემა – უკიდურესი პოლარიზაციის გარღვევის გზა?

მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში ე.წ. „პოლიტიკური კლასი“ ბევრად უფრო პოლარიზებულია ვიდრე მოსახლეობა. როგორც წესი, ისეთ საკამათო საკითხებზე როგორიცაა აბორტი, ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების უფლება თუ სხვა, მოსახლეობა უფრო მეტად კომპრომისული პოზიციის მომხრეა (Fukuyama 2014, 506). 2021 წლის გამოკითხვებმა აჩვენა რომ საქართველოში გამოკითხულთა 77% სრულად ან ნაწილობრივ მაინც, იზიარებს მოსაზრებას რომ კოალიციური მმართველობა სასარგებლოა ქართული დემოკრატიისთვის. დაახლოებით ამდენივეა თვითონ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რიცხვიც, ვინც ამ პოზიციისკენ იხრება (კუნჭულია 2021).

Related Posts