ინგლისურენოვანი პუბლიკაციების სანახავად, გთხოვთ შეცვალოთ საიტის ენა
პოლიტიკის ნაშრომების კრებული
ლევან კახიშვილი, სალომე მინესაშვილი, ბიძინა ლებანიძე, შოთა კაკაბაძე
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მოხარულია, წარმოგიდგინოთ 2021 წლის პოლიტიკის დოკუმენტების კრებული, რომელიც ეხმიანება საქართველოს აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებს, გამოწვევებს და პერსპექტივებს. კრებული მე-6 ყოველწლიური კონფერენციის – #GEODEM2021-ის ერთგვარი შესავალია, რომლითაც უნდა დაიწყოს დისკუსია ჩვენი მთავარი ღონისძიების ფარგლებში და, იმედი გვაქვს, რომ ის კარგი საფუძველი გახდება საინტერესო განხილვებისთვის. (more…)
...პოლიტიკის დოკუმენტების კრებული
ლევან კახიშვილი, სალომე მინესაშვილი, ნინო სამხარაძე, სალომე კანდელაკი
ოთხიდან რიგით პირველი (მაგრამ არცერთ შემთხვევაში მნიშვნელობის მიხედვით) დოკუმენტის ავტორია ლევან კახიშვილი. ნაშრომში დასმულია შეკითხვა: სარგებლობენ თუ არა ეთნიკური უმცირესობები საქართველოს ევროპეიზაციასთან დაკავშირებული სიკეთეებით? ამ დოკუმენტში გამოკვლეულია, თუ როგორ აღიქვამენ ეთნიკური უმცირესობები ევროპეიზაციას და მასთან დაკავშირებულ მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელს და შემდეგ განხილულია ის ბარიერები, რომლებსაც ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან აღნიშნული სიკეთეებით სრულად სარგებლობასთან დაკავშირებით. (more…)
...ახალგაზრდული მანიფესტი
მანიფესტი პროექტ #GEOYOUTH2020 – „ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ ფარგლებში მომზადდა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. (more…)
...პოლიტიკის ნარკვევების კრებული 2020
ლევან კახიშვილი, ბიძინა ლებანიძე, სალომე მინესაშვილი, გვანცა დავითაშვილი
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მოხარულია წარმოგიდგინოთ 2020 წლის პოლიტიკის დოკუმენტების კრებული, რომელიც წარმოადგენს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის ამსახველი პოლიტიკის ნარკვევების წლიურ ნაკრებს. წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევები წარმოადგენს რესურსს, რომელსაც გამოიყენებენ როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, აკადემიური წრეები, რიგითი მოქალაქეები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ჩართული არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. (more…)
...პოლიტიკის დოკუმენტების კრებული 2019
სალომე მინესაშვილი, ლევან კახიშვილი,
ბიძინა ლებანიძე, ნინო რობაქიძე
პუბლიკაცია მოიცავს ოთხ პოლიტიკის დოკუმენტს, რომლებიც პოლარიზაციასა და რადიკალურ პოპულიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს (და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას) მიმოიხილავენ და ასევე იძლევიან გარკვეულ რეკომენდაციებს ძირითად საკითხებზე. მათ შორის ისეთ საკითხებზე – თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას საზოგადობაში არსებული ნდობის კრიზისი, როგორ გავუმკლავდეთ რადიკალურ პოპულიზმსა და პოლიტიკური პოლარიზაციის ეფექტებს საქართველოში.
(more…)...გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის
სამხრეთ კავკასიის რეგიონი რუსეთის, ევროკავშირის, ირანისა და ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და ენერგო ინტერესების გასაყარზე მდებარეობს. რეგიონი ხასიათდება სუსტი სახელმწიფოებრიობით და გადაუწყვეტელი კონფლიქტებით. სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს შორის წამყვანი ადგილი დროში გაწელილ სეპარატისტულ კონფლიქტებს უჭირავთ, რომლებშიც გარე აქტორებიც, მათ შორის რუსეთიცა და თურქეთიც, არიან ჩართულნი. ევროკავშირი ცდილობს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას და მის გარდაქმნას. ამის მიუხედავად, მზარდი კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში რუსეთსა და დასავლეთს, თურქეთს და მისი მოკავშირეებს შორის, რასაც თან ერთვის, ჩინეთის გაძლიერება, (more…)
...პოლიტიკის დოკუმენტების კრებული 2018
ბიძინა ლებანიძე, ჯოსეფ ლარსენი,
ლევან კახიშვილი, ივანნა მაჩიტიძე
პოლიტიკის დოკუმენტების კრებული მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: დასავლეთის პოლიტიკური პირობითობის გავლენა ქვეყნის საშინაო დღის წესრიგზე; დემოკრატიული კონსოლიდაციის მნიშვნელობა; რეგიონული აქტორების (თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი) გავლენა საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესზე. პუბლიკაცია პოლიტიკის 4 დოკუმენტისაგან შედგებაა, რომელთაგან თითოეული საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის დღის წესრიგის ძირითად ასპექტებზე პოლიტიკურ რეკომენდაციებს იძლევა. კრებულის მიზანია დემოკრატიულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის წახალისება. იგი მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სახელმწიფო პირებისთვის, სფეროს ექსპერტებისთვის, (more…)
...პოლიტიკის დოკუმენტების კრებული – მაისი 2017
პუბლიკაცია მოიცავს ხუთ პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაცის კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებასა და ძირითად საკითხებზე იძლევა რეკომენდაციებს. ეს საკითხებია: საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის პრიორიტეტები; (more…)
...პოლიტიკის დოკუმენტების კრებული – მაისი 2016
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) „ნაციონალური ფონდის დემოკრატიისთვის“ მხარდაჭერით მოამზადა წინამდებარე პუბლიკაცია პროექტის“ დემოკრატიზაციის ანალიზი საქართველოში“ ფარგლებში. (more…)
...Reinvegorating Cross Border Cooperation In Black Sea Region: Visions for Future
ეს გამოცემა არის პირველი მცდელობა თავი მოუყაროს შავი ზღვის რეგიონის ახალგაზრდების ნაშრომებს შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე. (more…)
...