ინგლისურენოვანი პუბლიკაციების სანახავად, გთხოვთ შეცვალოთ საიტის ენა

მეტი პასუხისმგებლობა თუ ინტერესის ნაკლებობა? გერმანიის პერსპექტივა სამხრეთ კავკასიის შესახებ ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ

მიხეილ სარჯველაძე

გერმანიის ახალი ფედერალური მთავრობა, არამხოლოდ გერმანიის საგარეო პოლიტიკის მიმართულებას გადაწყვეტს, არამედ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზეც მოახდენს გავლენას. ტრანსატლანტიკურ პარტნიორობასთან ერთად, ევროპული ინტეგრაცია და შესაბამისად ევროკავშირი გერმანიის საგარეო პოლიტიკის ძირითად ჩარჩოსა და მიმართულებას ქმნის. ამდენად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის შემოდგომაზე მომხდარმა ყარაბაღის ომმა და ომის შედეგად გამოწვეულმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა გერმანია, როგორც ევროპული ძალა, ახალი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დააყენა. (more…)

...

3+3 ერთის გარეშე: საქართველოს სამხრეთ კავკასიური გამოწვევები და პერსპექტივები

ნინო სამხარაძე

2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. აზერბაიჯანს და სომხეთს შორის რუსეთის მედიაციის შედეგად გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით გაიზარდა რუსეთის და თურქეთის გავლენა, ხოლო ირანმა რეგიონში ახალი როლის ძებნა დაიწყო. შესაბამისად, უსაფრთხოების გარემომ გარკვეული ცვლილებები განიცადა საქართველოსთვისაც. ამ თვალსაზრისით, ყველაზე საყურადღებო საკითხია თურქეთის მიერ ინიცირებული 3+3 ფორმატი, რომლის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოსტკონფლიქტური გარემოს გაუმჯობესება უნდა მოხდეს სამი პატარა სამხრეთკავკასიური ქვეყნის – აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის – და სამი დიდი რეგიონული მოთამაშის – თურქეთის, ირანის და რუსეთის – ერთობლივი თანამშრომლობით. (more…)

...

ბაიდენის ერთი წელი თეთრ სახლში და საქართველო: რა იცვლება და რა არ იცვლება თბილისისთვის?

ნინო სამხარაძე

2020 წლის ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მიერ დონალდ ტრამპის დამარცხება ვაშინგტონის საგარეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ხედვებში გარკვეულ ცვლილებებს მოასწავებდა. არსებობდა მოლოდინი, რომ აშშ დაიწყებდა ტრამპის მიერ დაზიანებული ტრადიციული ალიანსების და სტრატეგიული პარტნიორობების აღდგენას, წარმოადგენდა დიდ მოთამაშეებთან – რუსეთთან და ჩინეთთან – დაპირისპირების ახალ მიდგომებს და უფრო გააქტიურდებოდა გლობალური დემოკრატიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. (more…)

...

არასახელმწიფო აქტორებზე ძალის გამოყენების დელეგირებიდან ,,სუვერენული დემოკრატიის“ იდეამდე

თეონა ზურაბაშვილი 

2021 წლის 6 ნოემბრისთვის ოპოზიციის მიერ დაანონსებული (Interpresnews.ge 2021a) მასშტაბური საპროტესტო აქციის წინ, ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან გაკეთდა განცხადება (Publika.ge 2021), რომ ის მხარდამჭერთა მობილიზაციას და ოპოზიციის აქციის პარალელურად კონტრაქციის გამართვას აპირებს. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთი მაგალითია იმ პარადოქსისა, რომელიც მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით საქართველოში 2013 წლიდან შეიმჩნევა. (more…)

...

პოლიტიკური პოლარიზაცია – მოჯადოებული წრე თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პატარა პარტიებისთვის?

თეონა ზურაბაშვილი 

2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ,,რეფერენდუმის“ მნიშვნელობის მინიჭებამ კიდევ ერთხელ ,,გაკრიფა შუა“ და ოპოზიციური განწყობის მქონე ამომრჩევლის ხმები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ კონცენტრირდა. თუმცა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა მხოლოდ 30.68 % მიიღო (cesko.ge 2021ა), ,,ქართულმა ოცნებამ“ კი ხმათა 43%-ზე მეტის მიღება შეძლო (cesko.ge 2021ა). (more…)

...

რანგირებული ხმის მიცემის სისტემა – უკიდურესი პოლარიზაციის გარღვევის გზა?

შოთა კაკაბაძე 

ეუთო/ოდირის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გარემო საქართველოში რჩება უკიდურესად პოლარიზებული, ხშირია აგრესიული დისკურსი, ხოლო მრავალფეროვანი მედიაგარემო საგრძნობლადაა დამოკიდებული სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ბიზნესს ინტერესებზე (OSCE/ODIHR 2021, 2-3).

...

პარტიული პოლიტიკის რადიკალიზაცია საქართველოში: გრძელვადიანი სტაბილურობის ძიებაში

ბიძინა ლებანიძე

არჩევნების შემდგომ განვითარებულმა ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა წარმოაჩინა, რომ პოლიტიკური რადიკალიზაცია ქართული მყიფე დემოკრატიისათვის მთავარი გამოწვევაა. პოლიტიკური რადიკალიზაცია აფერხებს საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს და ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რადგან ხელს უწყობს  პოლიტიკურ მოთამაშეთა შორის უნდობლობას, ამომრჩეველთა პოლიტიკური პროცესიდან გამოთიშვას, პოლიტიკური ნდობის პოლარიზაციასა და ზოგადად, პოლიტიკური ლეგიტიმაციის ნაკლებობას. (more…)

...

ევროკავშირის ახალი როლი საქართველოში: წარმატებული მედიაცია და მომავლის სტრატეგია

ლევან კახიშვილი

დემოკრატიის კონსოლიდაცია ხანგრძლივი და არასტაბილური პროცესია, რომელშიც პოლიტიკური კრიზისი შეიძლება განმეორებითი მოვლენა იყოს. საქართველოსთვის, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას, უმართავი კრიზისები პოლიტიკურად ძვირი ჯდება. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2019 წლის ივნისში დაიწყო, ჩიხში შევიდა 2021 წლის თებერვალში, როდესაც უმსხვილესი (more…)

...

რატომ უჭირთ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკება? სტრუქტურული ფაქტორები, რომლებიც კომპრომისზე დაფუძნებულ პოლიტიკას აბრკოლებს

სალომე მინესაშვილი

იმ ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ  განვითარდა,  ჩიხში შეიყვანა ოპოზიცია და მმართველი პარტია, ერთი მხრივ, რადიკალური მოთხოვნებით და მეორე მხრივ, მკაცრი წინააღმდეგობით. ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების ფასილიტაციის პირობებში, თვალნათლივ მიუთითებს იმას, რომ ორივე მხარე (more…)

...

საქართველო ლეგიტიმური არჩევნების ძიებაში: არის თუ არა ელექტრონული არჩევნები გამოსავალი?

შოთა კაკაბაძე

აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი აანალიზებს არჩევნებში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გამოყენებას საქართველოში და მასთან დაკავშირებულ დადებით და უარყოფით მხარეებს. დოკუმენტი დეტალურად აანალიზებს ესტონეთის მაგალითს – ერთადერთი ქვეყნის, რომელიც ელექტრონული ხმის მიცემის მეთოდს ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის (more…)

...