ინგლისურენოვანი პუბლიკაციების სანახავად, გთხოვთ შეცვალოთ საიტის ენა

მეტი პასუხისმგებლობა თუ ინტერესის ნაკლებობა? გერმანიის პერსპექტივა სამხრეთ კავკასიის შესახებ ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ

მიხეილ სარჯველაძე

გერმანიის ახალი ფედერალური მთავრობა, არამხოლოდ გერმანიის საგარეო პოლიტიკის მიმართულებას გადაწყვეტს, არამედ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზეც მოახდენს გავლენას. ტრანსატლანტიკურ პარტნიორობასთან ერთად, ევროპული ინტეგრაცია და შესაბამისად ევროკავშირი გერმანიის საგარეო პოლიტიკის ძირითად ჩარჩოსა და მიმართულებას ქმნის. ამდენად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის შემოდგომაზე მომხდარმა ყარაბაღის ომმა და ომის შედეგად გამოწვეულმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა გერმანია, როგორც ევროპული ძალა, ახალი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დააყენა. (more…)

...

3+3 ერთის გარეშე: საქართველოს სამხრეთ კავკასიური გამოწვევები და პერსპექტივები

ნინო სამხარაძე

2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. აზერბაიჯანს და სომხეთს შორის რუსეთის მედიაციის შედეგად გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით გაიზარდა რუსეთის და თურქეთის გავლენა, ხოლო ირანმა რეგიონში ახალი როლის ძებნა დაიწყო. შესაბამისად, უსაფრთხოების გარემომ გარკვეული ცვლილებები განიცადა საქართველოსთვისაც. ამ თვალსაზრისით, ყველაზე საყურადღებო საკითხია თურქეთის მიერ ინიცირებული 3+3 ფორმატი, რომლის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოსტკონფლიქტური გარემოს გაუმჯობესება უნდა მოხდეს სამი პატარა სამხრეთკავკასიური ქვეყნის – აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის – და სამი დიდი რეგიონული მოთამაშის – თურქეთის, ირანის და რუსეთის – ერთობლივი თანამშრომლობით. (more…)

...

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) 2021

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) სწავლობს საქართველოს შედეგებს მმართველობის ოთხი მიმართულებით: დემოკრატიული მმართველობა, ეფექტიანი მმართველობა, სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა და საგარეო მმართველობა. წინამდებარე კვლევის მიზანია მმართველობის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მთავარი გამოწვევების და ჩავარდნების და ასევე, მიღწევების განსაზღვრა და შესაბამისი პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება, თუ როგორ მოხდეს რისკების შემცირება და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება. (more…)

...

ბაიდენის ერთი წელი თეთრ სახლში და საქართველო: რა იცვლება და რა არ იცვლება თბილისისთვის?

ნინო სამხარაძე

2020 წლის ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მიერ დონალდ ტრამპის დამარცხება ვაშინგტონის საგარეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ხედვებში გარკვეულ ცვლილებებს მოასწავებდა. არსებობდა მოლოდინი, რომ აშშ დაიწყებდა ტრამპის მიერ დაზიანებული ტრადიციული ალიანსების და სტრატეგიული პარტნიორობების აღდგენას, წარმოადგენდა დიდ მოთამაშეებთან – რუსეთთან და ჩინეთთან – დაპირისპირების ახალ მიდგომებს და უფრო გააქტიურდებოდა გლობალური დემოკრატიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. (more…)

...

ცვალებად საერთაშორისო სისტემაში ნავიგაციისთვის საქართველოს უსაფრთხოების ალტერნატივები: ინტერვიუ ექსპერტთან – პროფესორ როი ალისონთან

ინტერვიუს უძღვება მარგარეტ ჩეპმენი, GIP-ის სტაჟიორი

„საქართველომ უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა, რომელშიც საზოგადოების ფართო სპექტრი იქნება ჩართული. მთავრობის მოკლევადიანი ინტერესების ნაცვლად,  ქვეყანაში რუსეთის გვერდით არსებობის შედეგად წარმოქმნილი   გამოწვევების გამკლავებისთვის შესაბამისი  პროგრამები  ღრმად უნდა იყოს გააზრებული.“ (more…)

...

არასახელმწიფო აქტორებზე ძალის გამოყენების დელეგირებიდან ,,სუვერენული დემოკრატიის“ იდეამდე

თეონა ზურაბაშვილი 

2021 წლის 6 ნოემბრისთვის ოპოზიციის მიერ დაანონსებული (Interpresnews.ge 2021a) მასშტაბური საპროტესტო აქციის წინ, ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან გაკეთდა განცხადება (Publika.ge 2021), რომ ის მხარდამჭერთა მობილიზაციას და ოპოზიციის აქციის პარალელურად კონტრაქციის გამართვას აპირებს. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთი მაგალითია იმ პარადოქსისა, რომელიც მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით საქართველოში 2013 წლიდან შეიმჩნევა. (more…)

...

დემოკრატიის დეფიციტი პარტიულ პოლიტიკურ სისტემებში: ინტერვიუ ექსპერტთან – პროფესორ ჟოლტ ენიედისთან

ინტერვიუს უძღვება სალომე კანდელაკი, პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსი, GIP

“აღმოსავლეთ ევროპაში ალბათობა იმისა, რომ უეცრად ახალი ლიდერი გამოჩნდება და სათავეში ჩაუდგება მთელ სახელმწიფოს, ჯერ კიდევ დიდია, რაც პარტიული სისტემის სისუსტის კიდევ ერთი ინდიკატორია.”

ჟოლტ ენიედი ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ლევერჰულმის მოწვეული პროფესორია. ამავდროულად იგი ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის (CEU) პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორიცაა და იკვლევს პარტიულ სისტემებს, პოლიტიკურ დამოკიდებულებებს, (more…)

...

პოლიტიკური პოლარიზაცია – მოჯადოებული წრე თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პატარა პარტიებისთვის?

თეონა ზურაბაშვილი 

2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ,,რეფერენდუმის“ მნიშვნელობის მინიჭებამ კიდევ ერთხელ ,,გაკრიფა შუა“ და ოპოზიციური განწყობის მქონე ამომრჩევლის ხმები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ კონცენტრირდა. თუმცა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა მხოლოდ 30.68 % მიიღო (cesko.ge 2021ა), ,,ქართულმა ოცნებამ“ კი ხმათა 43%-ზე მეტის მიღება შეძლო (cesko.ge 2021ა). (more…)

...

რანგირებული ხმის მიცემის სისტემა – უკიდურესი პოლარიზაციის გარღვევის გზა?

შოთა კაკაბაძე 

ეუთო/ოდირის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გარემო საქართველოში რჩება უკიდურესად პოლარიზებული, ხშირია აგრესიული დისკურსი, ხოლო მრავალფეროვანი მედიაგარემო საგრძნობლადაა დამოკიდებული სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ბიზნესს ინტერესებზე (OSCE/ODIHR 2021, 2-3).

...

ბაიდენის გლობალური დემოკრატიის იდეა ავღანეთის შემდეგ: რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

ნინო სამხარაძე

ჯო ბაიდენის ხედვა გლობალური დემოკრატიის შესახებ აშშ-ის მიმდინარე საგარეოპოლიტიკურ სტრატეგიაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას „ბაიდენის დოქტრინადაც“ მოიხსენიებენ (Brands 2021). ჯერ კიდევ ახალი ადმინისტრაციის პირველ დღეებში არსებობდა გარკვეული მოსაზრებები, რომ ამ იდეას არაერთი ხარვეზი ჰქონდა (Adler and Wertheim 2020). ბოლო პერიოდში კი, ამას ისიც დაემატა, რომ ავღანურმა აგვისტომ ვაშინგტონის „დემოკრატიების კოალიციის“ ლიდერობის გაცხადებული ამბიცია (Biden 2020) ახალი გამოცდის წინაშე დააყენა. (more…)

...

საქართველოს ევროპული პერსპექტივა: ინტერვიუ ექსპერტთან – პროფესორ ტანია ბიორზელთან

ინტერვიუს უძღვება შოთა კაკაბაძე, პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსი, GIP

“ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ, ვგულისხმობ ქართულმა საზოგადოებამ და არა პოლიტიკოსებმა, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შეუძლებელია ყველა სასურველი შედეგის ერთად მიღება. თუ გსურს, იყო ევროპის და ევროკავშირის ნაწილი, უნდა მიიღო ევროპული ფასეულობებიც”

პროფესორი, დოქტორი ტანია ა. ბიორზელი პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, ოტო სუჰრის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ევროპული ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელია.   დოქტორი ბიორზელი ხელმძღვანელობს: Cluster of Excellence “Contestations of the Liberal Script”; Jean Monnet Center of Excellence “Europe and its Citizens”.  (more…)

...

მთიანი ყარაბაღის ომის გეოპოლიტიკური შედეგები საქართველოსთვის: მოლოდინები დიდი და პატარა აქტორებისგან

ექსპერტთა კომენტარი #18 | ივლისი 2021

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებულმა კონფლიქტმა 2020 წლის ოქტომბერში კულმინაციას მიაღწია და მწვავე სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა. „მთიანი ყარაბაღის მეორე ომად“ წოდებული დაპირისპირება ნოემბრის შეთანხმებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, სომხეთმა აზერბაიჯანს სადავო ტერიტორიის ნაწილი დაუბრუნა; ამას მოჰყვა შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია ერევანში. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომმა გვიჩვენა გრძელვადიანი კონფლიქტის კომპლექსურობა და მთავარი ძალების ინტერესები: რუსეთი და თურქეთი გავლენიან რეგიონულ აქტორებად მოგვევლინენ, ხოლო დასავლეთი –  ევროკავშირი და აშშ – განსაკუთრებულად ინერტულები იყვნენ. (more…)

...