მთიანი ყარაბაღის ომის გეოპოლიტიკური შედეგები საქართველოსთვის: მოლოდინები დიდი და პატარა აქტორებისგან
ექსპერტთა კომენტარი #18 | ივლისი 2021
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებულმა კონფლიქტმა 2020 წლის ოქტომბერში კულმინაციას მიაღწია და მწვავე სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა. „მთიანი ყარაბაღის მეორე ომად“ წოდებული დაპირისპირება ნოემბრის შეთანხმებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, სომხეთმა აზერბაიჯანს სადავო ტერიტორიის ნაწილი დაუბრუნა; ამას მოჰყვა შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია ერევანში. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომმა გვიჩვენა გრძელვადიანი კონფლიქტის კომპლექსურობა და მთავარი ძალების ინტერესები: რუსეთი და თურქეთი გავლენიან რეგიონულ აქტორებად მოგვევლინენ, ხოლო დასავლეთი – ევროკავშირი და აშშ – განსაკუთრებულად ინერტულები იყვნენ. (more…)
...რას შეიძლება ელოდოს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან?
ექსპერტთა კომენტარი #17 | ივნისი 2021
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებამ და თეთრ სახლში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამ დემოკრატიულ ქვეყნებს ოპტიმიზმის საფუძველი გაუჩინა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც, მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, პოლიტიკაში დიდი გამოცდილებით გამოირჩევა, ქმნის მოლოდინს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ახალი ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების ტრადიციულ როლს აღადგენს და, შედეგად, აშშ კვლავ გახდება მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის აქტიური ხელშემწყობი და მისი პრინციპების დამცველი. ამასთან დაკავშირებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის, რომლებიც დასავლეთის სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ გამოხატავენ მისწრაფებას, განსაკუთრებით (more…)
...უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია: გავლენები ქართულ დემოკრატიაზე
ექსპერტთა კომენტარი #16 | მარტი 2021
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიამ ნათელი გახადა საქართველოში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია. თუმცა, 2018 წლის შემდეგ განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ასევე აჩვენებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია შეუქცევადად ღრმავდება. მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია გარემოს მიუხედავად, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებული ნეგატიური კამპანიით, (more…)
...უნდა გააკეთოს თუ არა საქართველომ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს?
ექსპერტთა კომენტარი #15 | თებერვალი 2021
ცოტა ხნის წინ, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოცხადდა და მოგვიანებით საპარლამენტო რეზოლუციითაც დადასტურდა. (more…)
...რადიკალი მემარჯვენე პარტიების პოლიტიკური პერსპექტივა 2020 წლის არჩევნების შემდეგ
ექსპერტთა კომენტარი #14 | იანვარი 2021
2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ათამდე მემარჯვენე-კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელი პარტია მონაწილეობდა, რომელთაგან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ერთმა, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” გადალახა მინიმალური საარჩევნო ბარიერი 3.14%–ით (60,480 ხმით). (more…)
...რეიტინგების ომი: შეუძლია თუ არა მას კვლევების მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევა
ექსპერტთა კომენტარი #13 | ოქტომბერი 2020
დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც პოლიტიკოსებს, პარტიებს, კანონმდებლებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარმოდგენას უქმნის საზოგადოების პრიორიტეტებისა და განწყობების შესახებ. ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, არაერთი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგი მიეწოდება. (more…)
...რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ არალიბერალურ ჯგუფებს საქართველოში?
ექსპერტთა კომენტარი #12 | ივნისი 2020
ნაციონალისტურად განწყობილი არალიბერალური ჯგუფების შესაძლო პოლიტიკური წარმატება ახალ გამოწვევებს უქმნის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, უმცირესობათა უფლებები და ქვეყნის ევროატლანტიკური საგარეო ორიენტაცია. ამგვარი ტენდენცია კიდევ უფრო ყურადსაღებია, თუ საქართველოს მყიფე დემოკრატიზაციის კონტექსტს გავითვალისწინებთ. (more…)
...ნაციონალისტური პოპულიზმის ზრდა საქართველოში: შედეგები ქართული დემოკრატიისთვის
ექსპერტთა კომენტარი #11 | ივნისი 2020
ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში სულ უფრო და უფრო გააქტიურდნენ პოპულისტური ულტრამემარჯვენე ჯგუფები. ამ ჯგუფებიდან ზოგიერთი არაფორმალური სახით არსებობს სოციალურ მედიაში, ხოლო ზოგიერთი მათგანი ოფიციალურად არის დარეგისტრირებული, როგორც პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია ან მედიაორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები ერთმანეთისგან რიგი ასპექტებით განსხვავდებიან, მათ აერთიანებთ ეთნიკურ-რელიგიური აქცენტები და ანტიგლობალისტური, ანტილიბერალური, ანტიიმიგრაციული და ევროსკეპტიკური განწყობები. (more…)
...დიალოგის მომხრე ასლან ბჟანიას არჩევა – მნიშვნელოვანი მომენტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში თუ არაფერი ახალი?
ექსპერტთა კომენტარი #10 | მაისი 2020
2020 წლის 20 მარტს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართულ ე.წ. „ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში“ ოპოზიციურმა კანდიდატმა და აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. ჩატარებულ არჩევნებს წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც ხასიათდებოდა დაძაბული ქუჩის გამოსვლებით, პროცესში რუსეთის აქტიური ჩართულობით, რაულ ხაჯიმბას გადადგომითა და ასლან ბჟანიას სავარაუდო მოწამლვის ფაქტით. (more…)
...რას ნიშნავს ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე დადებული ვეტო საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული მისწრაფებებისთვის?
ექსპერტთა კომენტარი #9 | ნოემბერი 2019
15 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, რომელსაც, შესაძლოა, მათი ევროკავშირში გაწევრიანება მოჰყოლოდა. (more…)
...