[rev_slider_vc alias=”slider-5-geo”]

უახლესი პუბლიკაციები

მეტი პასუხისმგებლობა თუ ინტერესის ნაკლებობა? გერმანიის პერსპექტივა სამხრეთ კავკასიის შესახებ ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ

მიხეილ სარჯველაძე

გერმანიის ახალი ფედერალური მთავრობა, არამხოლოდ გერმანიის საგარეო პოლიტიკის მიმართულებას გადაწყვეტს, არამედ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზეც მოახდენს გავლენას. ტრანსატლანტიკურ პარტნიორობასთან ერთად, ევროპული ინტეგრაცია და შესაბამისად ევროკავშირი გერმანიის საგარეო პოლიტიკის ძირითად ჩარჩოსა და მიმართულებას ქმნის. ამდენად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის შემოდგომაზე მომხდარმა ყარაბაღის ომმა და ომის შედეგად გამოწვეულმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა გერმანია, როგორც ევროპული ძალა, ახალი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დააყენა. (more…)

...

3+3 ერთის გარეშე: საქართველოს სამხრეთ კავკასიური გამოწვევები და პერსპექტივები

ნინო სამხარაძე

2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. აზერბაიჯანს და სომხეთს შორის რუსეთის მედიაციის შედეგად გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით გაიზარდა რუსეთის და თურქეთის გავლენა, ხოლო ირანმა რეგიონში ახალი როლის ძებნა დაიწყო. შესაბამისად, უსაფრთხოების გარემომ გარკვეული ცვლილებები განიცადა საქართველოსთვისაც. ამ თვალსაზრისით, ყველაზე საყურადღებო საკითხია თურქეთის მიერ ინიცირებული 3+3 ფორმატი, რომლის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოსტკონფლიქტური გარემოს გაუმჯობესება უნდა მოხდეს სამი პატარა სამხრეთკავკასიური ქვეყნის – აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის – და სამი დიდი რეგიონული მოთამაშის – თურქეთის, ირანის და რუსეთის – ერთობლივი თანამშრომლობით. (more…)

...

სიახლეები

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) 2021

14 დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) საზოგადოებას “საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) წარუდგინა. ინდექსის პრეზენტაცია გაიმართა თბილისში, საქართველოს მმართველობისა და დემოკრატიზაციის პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით.

GGI-ის პრეზენტაციაზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარებმა ფართო საზოგადოებასა და ექსპერტთა წრეებს ინდექსის ძირითადი მიგნებები გააცნეს. ავტორებმა, ასევე, განიხილეს ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები კარგი მმართველობის გამოწვევების შესახებ საქართველოში. ღონისძიება მმართველობის ინდექსის პრეზენტაციის შემდგომ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ღია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა (👉 პროგრამა).  (more…)

...

პრეზენტაცია – “სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ”

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან ერთად (HBF) მოაწყო სტატიების სერიის პრეზენტაცია თემაზე – “სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ.” ნაშრომის ავტორები პროექტის, „გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში შეირჩნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილებების საკითხებზე დისკუსიის გაძლიერებასა და, ასევე, სამომავლო პოლიტიკური შესაძლებლობების განხილვას რეგიონს, გერმანიასა და ევროკავშირის დაინტერესებულ მხარეებს შორის. პროექტი „გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში“ გულისხმობდა აღნიშნულ რეგიონში არსებული ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების საკითხების შეფასებას. (more…)

...

უახლესი ბლოგები

დონორები

პარტნიორები